ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მოვხვდი-გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში ევრო 2024-ის თანაბომბარდირობასა და ოქროს ბუცის მიღებას ეხმაურება.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მოვხვდი. დიდი მადლობა ამ დიდებულ გუნდს, ეს ყველაფერი თქვენ გარეშე ვერ მოხდებოდა“, – წერს გიორგი მიქაუტაძე.