ღამით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის რამდენიმე რეგიონში. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა რამდენიმე მიმართულებით განახორციელა თავდასხმა.
დონეცკის მახლობლად უკრაინელმა ჯარისკაცებმა 25-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ღამის განმავლობაში უკრაინამ რუსეთიდან გაშვებული ხუთი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიდან ოთხის ჩამოგდება შეძლო.
„გასული 24 საათის განმავლობაში მოხდა 69 სამხედრო შეტაკება. მთლიანობაში მტერმა განახორციელა ორი სარაკეტო და 26 საჰაერო დარტყმა. 62 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებული ტერიტორიები”, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლის მიმართულებით, ზარალს აყენებენ საოკუპაციო ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით.