“დონალდ ტრამპმა დაუმტკიცა როგორც ამერიკელ ამომრჩევლებს და დემოკრატებს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ იგი „ნამდვილი მეომარი და გულოვანი ადამიანია”-New York Post

„დონალდ ტრამპმა დაუმტკიცა როგორც ამერიკელ ამომრჩევლებს და დემოკრატებს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ იგი „ნამდვილი მეომარი და გულოვანი ადამიანია“, – წერს გაზეთი „ნიუ-იორკ პოსტი“ (New York Post) სტატიაში სათაურით „ტრამპმა მისი მკვლელობის მცდელობის დროს დაამტკიცა, რომ მას ნამდვილი მეომრის სული აქვს“ (ავტორი – მაიკლ გუდვინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩახმახისათვის თითი დემოკრატებს არ გამოუკრავთ, სამიზნე დემოკრატიულმა პარტიამ და მემარცხენე მასმედიამ განსაზღვრეს, რომლებიც სისტემატურად აღვივებდნენ სიძულვილს დონალდ ტრამპის მიმართ – 13 ივლისს ამ სიძულვილმა თავის აპოგეას მიაღწია.

დემოკრატებს ხელი ექს-პრეზიდენტის სისხლში აქვთ გასვრილი.

ისინი არასოდეს არ მალავდნენ თავიანთ სიძულვილს და მტრობას რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მიმართ: ისინი მას არალეგიტიმურ პრეზიდენტად თვლიდნენ; ისინი აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპი დემოკრატიისათვის საფრთხეს წარმოადგენს და მისი შეჩერება აუცილებელია; სწორედ დემოკრატებმა მიუსიეს დონალდ ტრამპს პროკურორებისა და მოსამართლეების მთელი ლეგიონი საპყრობილეში ჩასმის მიზნით, რამდენჯერმე ჩაუტარეს ბინის ჩხრეკა და დაარღვიეს ისტორიული ბარიერები, წაუყენეს შეთითხნილი ბრალდებები; მას არაამერიკელს უწოდებდნენ და უფრო უარესს… დემოკრატთა მიერ დაქირავებული აქტივისტები ცდილობდნენ არ დაეშვათ დონალდ ტრამპი არჩევნებში და თქვენ წარმოიდგინეთ, ამას აკეთებდნენ „დემოკრატიის დაცვის სახელით“. და ბოლოს, მას ესროლეს.

მკვლელობის მცდელობის მომენტში დონალდ ტრამპმა ნამდვილი მეომრის, გულოვანი ადამიანის სული გამოავლინა და ამით გაამართლა ის უდიდესი რწმენა ლიდერობაზე, რომელიც მილიონობით მის მხარდამჭერს აქვს. უკვე უეჭველია, რომ ეს მოვლენა ყოველი რესპუბლიკელი და ბევრი დემოკრატი ამომრჩევლისათვის გადამწყვეტი ფაქტორი – ჭეშმარიტების მომენტი – გახდება, ნოემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების დროს
.
დემოკრატების ბრალი არ შემოიფარგლება რამდენიმე ადამიანის მოქმედებით. დონალდ ტრამპის მიმართ გამოხატული სიძულვილი – ეს „მაინსტრიმის ავადმყოფობაა“, რომელსაც პოლიტიკოსები და მასმედია 2016 წლიდან კვებავენ“. სამწუხაროდ, მათი „ცხელ-ცხელი ფრაზები და ხელოვნურად გაბერილი ფორმულირებები“, რომლებიც ყოველდღიურად მეორდებოდა, ბევრმა პირდაპირ გაიგო და დაიჯერა. დღეს მსოფლიომ დაინახა, თუ რა შედეგების გამოწვევა შეუძლია ამგვარ „დემოკრატიულ პოლიტიკას“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: