დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა უკრაინას ბედის ანაბარად ტოვებს -The Guardian

ბრიტანული „გარდიანი“ (The Guardian) ბეჭდავს სტატია, რომლის სათაურია „დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა უკრაინას ბედის ანაბარად ტოვებს“ (ავტორი – რაჯან მენონი).

მასში ნათქვამია, რომ უკრაინელებისათვის რუსეთთან ომის გაგრძელება აშშ-ის დახმარების გარეშე სახიფათო იქნება.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

არავინ მსოფლიო ლიდერებიდან ისეთი ყურადღებით არ ადევნებს თვალს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც ვლადიმერ ზელენსკი. რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტის მოქმედებას თავისი მიზეზები აქვს.

დემოკრატი კამალა ჰარისი, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის მიმართ, დიდი ალბათობით, ჯო ბაიდენის კურსს გააგრძელებს, მაგრამ თუ თეთრ სახლში რესპუბლიკელი დონლდ ტრამპი შევა, მაშინ მას შეუძლია უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს და კიევი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე აიძულოს, სადაც ტონის მიმცემი აშშ იქნება.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან ამასწინანდელი სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი „სამართლიანი მშვიდობის“ მიღწევის მხარდამჭერად გამოვიდა, მაგრამ უკრაინა შიშობს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპი იქნება არჩეული, იგი კიევს ნატოს კარს დაუხურავს და რუსეთს ნებას მისცემს ოკუპირებული ტერიტორიები შეინარჩუნოს.

დონალდ ტრამპის აზრით, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება აშშ-ის ინტერესებში არ შედის: მილიარდობით დოლარი იხარჯება წინასწარ წაგებული ომისათვის და ეს ხდება იმ დროს, როცა თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს უამრავი მწვავე პრობლემა აქვს მოსაგვარებელი როგორც საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად, ასევე რეალურ საგარეო საფრთხეებთან გასამკლავებლად. აშშ-ის მთავარ მტრად დონალდ ტრამპი თვლის არა რუსეთს, არამედ ჩინეთს, რომელსაც, მისი აზრით, ყველაზე მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.
რასაკვირველია, უკრაინა იარაღს იმავ წუთში არ დაუშვებს, როგორც კი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება. კიევს იარაღის რეზერვები კიდევ რამდენიმე თვის ბრძოლისათვის ეყოფა. გარდა ამისა, ევროპა მის დახმარებას გააგრძელებს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: აპრილის თვის მდგომარეობით, ამერიკამ უკრაინას 50, 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია, ხოლო ნატოს სხვა ათმა წევრმა დონორმა, ერთად აღებულმა – მხოლოდ 42 მილიარდი დოლარი.

აქედან გამომდინარე, თუ ვაშინგტონი კიევს დახმარებას შეუწყვეტს, ნატოელი მოკავშირეები ამერიკის მხარდაჭერას ვერ ჩაანაცვლებენ, საბოლოო ჯამში კი უკრაინის არმია იარაღის გარეშე დარჩება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო