დიდუბეში სკრინინგ ცენტრის განახლებული ფილიალი გაიხსნა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის  საბჭოს თავმჯდომარესთან თინათინ ნიბლოშვილთან და დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან გელა ჩივიაშვილთან ერთად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის განახლებული ფილიალი დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რეაბილიტირებული დიდუბის ფილიალის მუშაობას ადგილზე გაეცნენ და სკრინინგ ცენტრის დირექტორ ეთერ კიღურაძისგან განხორციელებული სამუშაოებსა და ფილიალის განვითარების სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მოისმინეს.

სკრინინგის უმნიშვნელოვანეს პროგრამას ახორციელებს ქალაქ თბილისის მერია. დღეს ჩვენ მეოთხე სპეციალიზებულ, მოდერნიზებულ სკრინინგ ცენტრს ვხსნით. რეაბილიტაციისა და სარემონტო სამუშაოების შედეგად, შენობა მთლიანად განახლდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. გვინდა ჩვენს მოსახლეობას ვთხოვოთ, აუცილებლად ჩაერთონ ამ პროგრამაში და ეს სერვისი სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალები, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში ოთხ ლოკაციაზეა განთავსებული. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ