საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოაწყო.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
მათივე ცნობით, ტერიტორია სრულად გამწვანდა და მოწესრიგდა. დაირგო 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, 3 450 კვ. მ ფართობზე დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა; დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე, ველოპარკინგი. საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტისთვის 1 462 054 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „მონოლითი 2005“-მა შეასრულა.