ბათუმი არენაზე “ბორჯღალოსნები” ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს თამაში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, დღეს 20:00 საათზე შედგება. მორაგბეები მოწინააღმდეგესთან შესარკინებლად განსაკუთრებულად მოემზადნენ.
მაქსიმალურად ბევრი ქომაგის მობილიზებისთვის კი, საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმის მიმართულებით 4 და 5 ივლისს ორი დამატებითი რეისი დანიშნა. სარაგბო ზეიმი თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე დაიწყება.