„დემოკრატებმა ხალხს ჯო ბაიდენის შესახებ სიმართლე უნდა განუცხადონ“ – რას წერს „ნიუ-იორკ პოსტი“

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ პოსტში“ (The New York Post) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „დემოკრატებმა, თუ პარტიის რეპუტაციაზე ზრუნავენ, ნაბიჯი უნდა გადადგან და ხალხს ჯო ბაიდენის შესახებ სიმართლე უნდა განუცხადონ“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ და აღიარონ, რომ ჯო ბაიდენს, უბრალოდ, აღარ სეუძლია კიდევ ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პროკურორმა რობერტ ჰიორმა გულწრფელად განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ 2017 წელს დაუდგინეს მახსოვრობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემა

მართალია, თეთრი სახლი ძალიან ცდილობს გაანეიტრალოს სპეციალური პროკურორის  ნათქვამი და მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, მაგრამ ფაქტია, რომ დღესაც თვით პრეზიდენტის მოქმედებაც ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გონებრივი უნარ-შესაძლებლობები ძალიან დაბალია და განუხრელად მცირდება, იგი ერთმანეთში ხშირად ურევს ოლაფ შოლცს და ჰელმუტ კოლს, ეგვიპტისა და მექსიკის პრეზიდენტებს და სხვა ლიდერებს.

დემოკრატებს ესმით, რომ ჯო ბაიდენი მოხუცებულობის სრულფასოვანი მარაზმის ზღურბლზე დგას. მათ უფრო უკეთესი პიროვნება ჭირდებათ პრეზიდენტობის კანდიდატის სახით, მაგრამ სამწუხაროდ, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს: მას თითქმის იგივე პიარ-პრობლემები აქვს და უფრო მეტიც – ამომრჩევლებს შორის იგი პოპულარული არ არის. დემოკრატებს შეუძლიათ კანდიდატად მიჩიგანის შტატის გუბერნატორი გრეტხენ უიტმერი ან კალიფორნიის შტატის მმართველი გევინ ნიუსომი წამოაყენონ. და თუ „ვირები“ ასე გადაწყვეტენ, აღნიშნულ პოლიტიკოსებს რაც შეიძლება სწრაფად მოუწევთ „თამაშში ჩართვა“, რადგან დრო ცოტა რჩება.

სხვათა შორის, დემოკრატების უფროსი თაობის წარმომადგენლები, ვთქვათ, სენატის ფრაქციის ხელმძღვანელი ჩაკ შუმერი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილო ვიცე-სპიკერო ნენსი პალოსი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ სიტუაციაში ჩაერიონ – ისე, როგორც ეს გააკეთეს მათმა კოლეგა-რესპუბლიკელებმა 50 წლის წინათ, როცა უოტერგეიტის სკანდალში გახვეული თანაპარტიელი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ნებაყოფლობით გადადგომაზე აიძულეს და თუ იგი უარს იტყოდა, იმპიჩმენტით დაემუქრნენ.

ჯო ბაიდენის მხარდაჭერის გაგრძელებით და ისეთი განცხადებების გაჟღერებით, რომ ყველაფერი კარგადაა – პარტიაშიც და ქვეყანაშიც, დემოკრატები დათვურ სამსახურს უწევენ როგორც საკუთარ პარტიას, ისე ქვეყანას. და საერთოდ, ამ ყველაფერს მსოფლიო კარგად ხედავს, რომლის თვალში ამერიკა დასუსტებულად გამოიყურება. პირიქით კი უნდა იყოს, თანაც იმ მომენტში, როცა უკიდურესად აუცილებელია ამერიკამ თავისი ძალა აჩვენოს…

დაეშვით ღრუბლებიდან მიწაზე და აღიარეთ, რომ თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის გონებრივი უნარ-შესაძლებლობები ცოტა ხანში, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დასუსტდება“.

წყარო