დასავლეთის გეგმა,საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, დაიმსხვრა – ალექსეი პუშკოვი

დასავლეთის გეგმა ოპოზიციის მხარდაჭერით საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ჩაიშალა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.

 

„შესაძლოა, საქართველოში არეულობა მაინც იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის გეგმა – საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, მარტივად რომ ვთქვათ, დაიმსხვრა. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მიიღო ხმების 54%-ზე მეტი, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა.დასავლეთის გეგმა იყო საქართველოს გადაქცევა თავის ნახევრად კოლონიად და ქვეყანას ევროპული ერების მრავალგენდერულ ოჯახთან შეერთებას ჰპირდებოდა. თუმცა, რატომღაც ამან ვერ მიიზიდა ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა“, – აღნიშნა პუშკოვმა.

 

მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ დაარწმუნა თანამოქალაქეები ევროპული ღირებულებების მომხიბვლელობაში.

 

„ახლა კი, არჩევნების შემდეგ, რომელმაც კვლავ მოუტანა გამარჯვება „ქართულ ოცნებას“, ჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება თავად ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ქართველი ხალხის განწყობებს?!“ – აღნიშნა პუშკოვმა.