დააკავეს საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც უკრაინის არმიისთვის განკუთვნილ მანქანებს უკანონოდ ყიდდნენ

დააკავეს საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც უკრაინის არმიისთვის განკუთვნილ მანქანებს უკანონოდ ყიდდნენ

 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, კარპატეთის რეგიონში დაკავებულები არიან საქველმოქმედი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი ავტომობილების გასხვისებას უკანონოდ ახდენდნენ.

 

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაციის წევრებს უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებად შენიღბული ტვირთები და მანქანები შეჰყავდათ და მათ დანიშნულებისამებრ გამოყენების ნაცვლად, ყიდდნენ.

 

პროკურატურამ გამოავლინა სულ მცირე სამი სატრანსპორტო საშუალება, რომელებიც უკანონოდ გაასხვისეს, მათი ღირებულება 20 ათასს დოლარს შეადგენდა.