უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არესტოვიჩი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
არესტოვიჩმა გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის აპარატის უფროსს, ანდრეი ერმაკს მიმართა.
„მინდა, ცივილიზებული ქცევის მაგალითი მივცე: პრინციპული შეცდომა, შესაბამისად, გადადგომა“, – წერს არესტოვიჩი.