სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ჩვენ მას პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ, რადგან მას ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად, რომელიც ამ ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა, ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდეც რადიკალიზმის ხარისხით, ქმედებებით თუ საუბრით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ მთავრობას სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო უწევს თავის მართლება.
„სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების ხდა, პრემიერ-მინისტრ და ჩვენ. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით, რადგან იმდენად დამაზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება იმპიჩმენტის საკითხზე, მთელ მსოფლიოს რომ დავანახეთ, ეს ადამიანი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ჩვენი მხრიდან ეს დაფიქსირდა, გახმოვანდა, ამით ხაზი გავუსვით ამ დარღვევის მნიშვნელობას, ეს რომ არ ყოფილიყო, ათასჯერ უარესს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეს ქალი ამბობს, რატომ არ მიშვებენ ევროპაში, რატომ მიზღუდავენ გადაადგილებას და რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას მათი სახელით ვილაპარაკო სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, როცა ასეთ უხერხულ და საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს მთავრობას და ხალხს“, – განაცხადა მდინარაძემ.