ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ შემავსებელი ფაქტორი-პრემიერი

ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ, ეს არის შემავსებელი ფაქტორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთთან  ურთიერთობები არის არა საპირწონე, არამედ, პირიქით, შემავსებელი ფაქტორი დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა საკუთარ გამოსვლაში ორიოდე კვირის წინ და აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ, ეს არის შემავსებელი ფაქტორი. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა თავისი მისია. ეს იყო დამაკავშირებელი მისია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ ფუნქციის მაქსიმალურად აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ორივე მხარეს არ გააღრმავებ თანამშრომლობას, ეს ფუნქცია ვერ აღდგება, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და პოლიტიკური დაკავშირების კუთხით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გავაღრმავოთ ურთიერთობები, იქნება ეს დასავლეთი თუ აღმოსავლეთი და ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსიც. აქედან გამომდინარე, ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება არის არა საპირწონე, არამედ, პირიქით, შემავსებელი ფაქტორი იმ ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან“, – განაცხადა პრემიერმა.