ჩემო ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კალაძე ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ჩემო ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ. ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ ისრაელს. მშვიდობა გქონდეთ“, – წერს კალაძე.