ჩეხეთში საქართველოს საელჩომ, პრაღის უნივერსიტეტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი აამოქმედა

ქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი : +420 777 222 053 ამოქმედდა.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველ შესაბამის სამსახურთან“, – აცხადებენ ჩეხეთში საქართველოს საელჩოში.