ევროკავშირი ბრიუსელში არ არის, ევროკავშირი ვენაში, ბუდაპეშტსა და ვარშავაში, ბერლინსა და მადრიდშია, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
„ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული უნგრელი ერი. ჩვენ ვმონაწილეობთ ევროკავშირთან ერთობლივ გადაწყვეტილებებში. თუ ეს გადაწყვეტილებები ჩვენთვის კარგი არ არის, ჩვენ ამას ვიტყვით.
თუ ეს გადაწყვეტილებები კარგი არ არის და ჩვენ შეგვიძლია მათი პრევენცია, მაშინ ერთობლივი გადაწყვეტილება არ მიიღება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.