ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, ბრძოლა ხერსონისთვის არ დასრულებულა, თუმცა რუსეთმა უკვე დაიწყო ხერსონის რეგიონის დატოვება ბრძოლით და მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადადის, რათა შეინარჩუნოს შენაერთების ბრძოლისუნარიანობა.
ექსპერტები თვლიან, რომ უკრაინამ სავარაუდოდ შეძლო, სრულად შეესრულებინა თავისი მთავარი ამოცანა ხერსონში და რუსული ძალების იზოლაციით აიძულა, მათ უკან დახეულიყვნენ, ყოველგვარი მასშტაბური იერიშის გარეშე.
ამ ანალიზის ავტორებს, არ მიაჩნიათ, რომ რუსული ძალების უკან დახევა შესაძლოა, ხაფანგი იყოს უკრაინელი სამხედროების შესატყუებლად, რის შესახებაც ეჭვებს გამოთქვამს უკრაინული მხარე.
„ბრძოლა ხერსონისთვის არ დასრულებულა, თუმცა რუსული ძალები მის ახალ ფაზაში შევიდნენ. ისინი პრიორიტეტს უკან დახევას ანიჭებენ შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებითა და უკრაინული ძალების შეყოვნებით, თუმცა არ ცდილობენ, სრულად შეაჩერონ უკრაინელების იერიში“, – აცხადებენ ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში.