თბილისის საქალაქო სასამართლოში “სილქ როად გრუპის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
თანხის გადასახდელად, მას 30-დღიანი ვადა განესაზღვრა.
“სილქ როუდ ჯგუფისა” და “სილქნეტის” დამფუძნებელი სამართალდამცველებმა გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია რამიშვილის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
რამიშვილის უფლებადამცელი აცხადებს, რომ “მომხდარი ფაქტი არის შეცდომის თუ დაუდევრობის შედეგი და ინციდენტი არანაირად არ უკავშირდება არანაირ პოლიტიკურ პროცესებს”.
საქართველოს პროკურატურამ რამიშვილს ბრალდება დღეს წარუდგინა.

