ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოების გამარჯვებული კომპანია, გრანპრის მფლობელი “პეტროკას ენერჯი” გახდა

საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“ -ს კომპლექსში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის რიგით XXII საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი, წლის საუკეთესო ინვესტორი,   ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი კომპანია,  საუკეთესო დამსაქმებელო, წლის CSR, უმსხვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორი  გამოავლინა. მედიამ – რჩეულ ბიზნესი დაასახელა, ხოლო ბიზნესმა –  რჩეული მედია.

XXII ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული, ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან-პრის მფლობელი კომპანია  “პეტროკას ენერჯი ჯორჯია” – ივანე ნაკაიძე გახდა.

 

ცნობისათვის, პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.