ბიძინა ივანიშვილის რიგითმა მონებმა “ქართული ოცნებიდან”, დაიწყეს ევროპის მიმართ ცუდი, უსაგნო საუბარი, – ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია “არა ჩადებას” ხელმძღვანელი, დავით ხარშილაძე, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩის შესახებ.
აღნიშნულის შესახებ დავით ხარშილაძემ რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “დროული დიალოგი” ეკა სეხნიაშვილტან ერთად, ისაუბრა.
“ბიძინა ივანიშვილის რიგითმა მონებმა “ქართული ოცნებიდან”, დაიწყეს ევროპის მიმართ ცუდი, უსაგნო საუბარი. კარლ ჰარცელი ძალიან კარგად მუშაობდა საქართველოს თემაზე, მაგრამ ხელისუფლებამ არ აუბა მხარი მას. ბატონი ჰარცელი ძალიან გამოცდილი, ძლიერი დიპლომატია და მოწერიგებულად და აზრიანად მიყვებოდა პროცესებს და მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოს საკითხის წინ წამოწევისთვის. თუმცა, ამ წინ წამოწეულ თემებს საკმარისი მხარდაჭერა და ყურადღება არ შეხვდა ხელისუფლების მხრიდნ და მხარი არ აუბა ხელისუფლებამ მას. იმის მაგივრად, რომ მაქსიმალურად ჩავერთოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ურთიერთობაში და გავხსნათ პროცესი, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები, გადასულები არიან უსაგნო პოლემიკაზე”, – აღნიშნა დავით ხარშილაძემ.