ბათუმში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეეზოვე დაიღუპა. მ.გ-ს ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც ის ქუჩას ალაგებდა. ინფორმაციას Ajara Times-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.