ბათუმი-თბილისის მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები”

ბათუმი-თბილისის მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 25 აგვისტოს გაიხსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ:

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ფესტივალი გაიხსნა ულამაზეს ქალაქ ბათუმში. წელს ფესტივალს 40 წელი შეუსრულდა და მას უდიდესი ტრადიცია აქვს. მისი დაარსება უდიდესი მევიოლინის ლიანა ისაკაძის დამსახურებაა, რომელმაც პატარაობიდან საქვეყნოდ გაითქვა სახელი. 14 წლისას ევროპაში უნიკალური უწოდეს, რასაც მოჰყვა არაერთ კონკურსში გამარჯვება, თანამშრომლობა უდიდეს მუსიკოსებთან და ორკესტრებთან.  ლიანა არის არაჩვეულებრივი, თვითმბადი, ძალზედ უკომპრომისო შემოქმედი. მან მთელი ცხოვრება მუსიკას და საყვარელ საქმეს მიუძღვნა, არაერთი მსმენელი გააბედნიერა. „ღამის სერენადების“ ასეთი ხანგრძლივი ისტორია ამის დასტურია.

წელს ფესტივალის სტუმრები არიან უნიკალური მუსიკოსები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გადასცემენ მომავალ თაობებს. გპირდებით, რომ ჩვენი თითოეული საღამო ნამდვილად გამორჩეული და დაუვიწყარი იქნება.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ ლიანა ისაკაძის წიგნი „მედიტაციები“ თავიდან გამოცემულიყო.  ეს წიგნი არის ლიანას კრედო, მისი დამოკიდებულება ადამიანებთან, ქრისტიანულ სიყვარულთან, მორალთან და შემოქმედებასთან.

საუბრის ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს – ქალაქ ბათუმის მერიას,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, საფრანგეთის საელჩოს, იტალიის საელჩოს, საფრანგეთის საელჩოსთან არსებულ ფრანგულ ინსტიტუტს და გისურვოთ მუსიკალური შთაბეჭდილებებით აღსავსე საღამოები.“

 

ლელა სურმანიძე, ბათუმის მერის მოადგილე : “უკვე მრავალი წელია ბათუმურ ზაფხულს კიდევ უფრო გვილამაზებს „ღამის სერენადები“. სასიხარულოა, რომ წელს ფესტივალი იმართება შეზღუდვების გარეშე, ფართო აუდიტორიის წინაშე.

ფესტივალს რომ ასეთი მაღალი კლასი აქვს და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ჩვენი გენიალური მუსიკოსის ლიანა ისაკაძის უდიდესი დამსახურებაა.

დიდი მადლობა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს და ფესტივალის დირექტორს ნინა ცაგარელს, რომ ასეთ ლამაზ დღეებს გვჩუქნიან. ბათუმის მერია კვლავაც იქნება „ღამის სერენადების“ მხარდამჭერი და იმედი მაქვს, რომ ფესტივალი დაბრუნდება იქ, სადაც დაიწყო და ჩვენ გვექნება ბიჭვინთის, ბათუმისა და თბილისის „ღამის სერენადები“.

 

მაია ხაჯიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი

„დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ მორიგი ლამაზი ფესტივალი აქვს ბათუმს „ღამის სერენადების“ სახით. ფესტივალი, რომელიც 40 წლის იუბილეს ზეიმობს, ფესტივალი, რომელმაც თქვა განსაკუთრებული და ისტორიული სიტყვა ქართულ კულტურაში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მთავარ სიტყვას ეს ფესტივალი კიდევ იტყვის, როცა დაუბრუნდება ჩვენი ქვეყნის იმ ულამაზეს კუთხეს – აფხაზეთს, საიდანაც „ღამის სერენადები“ დაიწყო.

ამ ფესტივალს გამოარჩევს უმაღლესი ხარისხი და სხვანაირად წარმოუდგენელია, როცა საქმე ეხება ჩვენი ვირტუოზის, გენიალური ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებულ ფესტივალს.

დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას.“

 

მსმენელს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გერმანელი სახელგანთქმული კლარნეტისტის საბინე გროფმაიერისა და ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზების“ მოსმენის საშუალება მიეცა.

საიუბილეო ფესტივალის სპეციალური სტუმარის სტატუსით ამერიკაში დაბადებული და  ზალსბურგში მოღვაწე ვირტუოზად აღიარებული პიანისტი  – ქეითი მაჰანი  სტუმრობდა.

 

საფესტივალო საღამოზე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის კლარნეტის კვინტეტი ლა მაჟორი,  KV 581,იოჰან სებასტიან ბახის „Badinerie“ საორკესტრო სუიტიდან #2, სი მინორი, BWV 1067,იოჰანეს ბრამსის უნგრული ცეკვა #5, ლეონარდ ბერნსტაინის „ამერიკა“ ლეონარდ ბერნსტაინის მიუზიკლიდან „West Side Story, ჯორჯ გერშვინის “Rhapsody in Blue” ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის გადამუშავებული ფორტეპიანოს,  კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისთვის აჟღერდა.

ფესტივალი 26 სეტემბერს მსმენელს დაუვიწყარ საფესტივალო კონცერტს ჰპირდება ქეითი მაჰანისა და საბაზო ორკესტრის “საქართველოს ვირტუოზების“ მონაწილეობით.

ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს მხატვარ-დიზაინერის ნინო მირიანაშვილის გამოფენის ნახვის საშუალებაც ექნება.

ბათუმური კონცერტების შემდეგ  ფესტივალი ქალაქ თბილისში გადაინაცვლებს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში 17, 18 სექტემბერს გაიმართება საკონცერტო საღამოები იტალიასა და საქართველოს, საფრანგეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან:  ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,ქალაქ თბილისის მერია იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი.

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კოპანია „არდი“.

ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“,  კომპანია “სარაჯიშვილი“, „ხომლის მარანი“, მეღვინეობა “თიესვი“, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი,  ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი  საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“,“ევორდი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“,  გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი