ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან, ცდილობენ, გააბაიბურონ, დააკნინონ საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია – ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ – ნიკა მელია

ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ისინი ცდილობენ, გააბაიბურონ, დააკნინონ ნებისმიერი ჩვენი საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების” ლიდერები ხვდებიან, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო ქართული საზოგადოების ჩათვლით გადაიკიდეს, თუმცა მედიის თანდასწრებით ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ.

 

„წილი ნაყარია, ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია, ქართველმა ხალხმა საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. ეს ყველაფერი სულ რაღაც 5 თვეში უნდა გადაწყდეს. ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ისინი ცდილობენ, გააბაიბურონ, დააკნინონ ნებისმიერი ჩვენი საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია. კალაძე საუბრობს, პრობლემა არ არის, რომ აშშ-ში ვერ გაემგზავრება. მთელი რიგი ფინანსური და სხვა ტიპის სანქციები რა თქმა უნდა, დაწესდება, მათ შორის უშუალოდ კალაძის წინააღმდეგ, თუმცა, კალაძისგან ნუ მოველით იმას, რომ მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით გამოვა და თუნდაც ნიანგის ცრემლებს დაღვრის. ის ცდილობს არ აჩვენოს მისი რეალური მდგომარეობა, რომელიც რეალურად არის უმძიმესი. ისინი აცნობიერებენ რამდენად ჩიხში შევიდნენ და გადაიკიდეს მთელი დემოკრატიული სამყარო თავისი ქართული საზოგადოების ჩათვლით, თუმცა მედიის თანდასწრებით ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ და წარმოჩინდნენ, თითქოს არ ღელავენ. სინამდვილეში, ძალიან კარგად ვიცით, რომ ჯერ არავის მოუგია დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა და ვერც კალაძე და ვერც ივანიშვილი იქნება გამონაკლისი“, – განაცხადა მელიამ.