ავსტრია უკრაინელ ჯარისკაცებს ტანკებზე „ლეოპარდ 2“ არ გაწვრთნის. ამის შესახებ The Kyiv Independent-ი Twitter-ზე იტყობინება.
„ავსტრია უარს აცხადებს უკრაინელი ჯარისკაცების ტანკებზე „ლეოპარდი 2“ გაწვრთნაზე. „ნეიტრალურ ავსტრიას არ სურს უკრაინელი სამხედროები ტანკებზე „ლეოპარდი 2“ გაწვრთნას“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კლაუდია ტანერმა რადიოსადგურის Ö1 ეთერში“, – აღნიშნულია გამოცემის „ტვიტში“.