ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,ავლაბარში, თ.მუჯირიშვილის N10 – N12-ში ოთხი ლიფტის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 169 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.