ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.
როგორც მედია წერს, დაშავებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.