აშშ-ს საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე – კელი დეგნანი

ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ვინმეს სანქცირებისთვის, ან დასჯისთვის. ჩვენი პროგრამები ღიაა მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, ვისაც აქვთ სურვილი ისარგებლონ ამერიკელ კოლეგებთან, სასამართლო ექსპერტებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით.

„სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან ჩვენი მუშაობა ორიენტირებულია დავეხმაროთ საქართველოს, განავითაროს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა. იმისთვის, რომ გამოტანილი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს კანონს, წარდგენილ მტკიცებულებებს და ამ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად ხდებოდეს. სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აქ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ზეწოლა არ მოდის აშშ-ის საელჩოსგან.

მოხარული ვარ, რომ მქონდა მოსამართლეებთან შეხვედრის პატივი და ამ შეხვედრებზე განვიხილეთ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც აშშ-ს საქართველოსთან აქვს და ეხმარება საქართველოს, რომ ჰქონდეს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და ეს არის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა. აშშ-ს საელჩოში არავინ არის ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლისა და გავლენის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე ან გავლენის მოხდენას რომელიმე საქმეზე გადაწყვეტილებზე. სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ხაზს უსვამს ისეთი მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების გამოტანის უნარს, რომლებიც ეფუძნება კანონსა და წარდგენილ მტკიცებულებებს“, – აღნიშნა ელჩმა.