აშშ-ის მთავრობა თავის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ CNN წერს.
კერძოდ, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა უახლოეს დღეებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმები განახორციელონ.
„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს ახლავე დატოვონ უკრაინა კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით, თუკი ეს უსაფრთხოა. უსაფრთხოება მთელ უკრაინაში ძალზე არასტაბილურია და პირობები შესაძლოა გაფრთხილების გარეშე გაუარესდეს”, – აღნიშნულია საელჩოს ვებგვერდზე.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოსახლეობა რუსეთისგან მოსალოდნელი „განსაკუთრებით ამაზრზენი და ძალადობრივი“ ქმედების შესახებ გააფრთხილა.