მოლოდინსაც და ჩემს სურვილსაც გავაერთიანებ, რომ ეს იყოს კარგი თანამშრომლობა, რადგან განსაკუთრებულია მნიშვნელობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
„განსაკუთრებული როლი აქვს ამ ყველაფერში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობას შეერთებულ შტატებში. ამიტომ თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც გვაქვს პოზიტიური“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა.