“არავითარ შემთხვევაში არ ვისესხებ ფულს გართობისთვის”- მაკა შალიკაშვილი

“არავითარ შემთხვევაში არ ვისესხებ ფულს გართობისთვის”- აცხადებს ჟურნალ “სარკესთან” საუბარში მსახიობი, მაკა შალიკაშვილი.

მისი თქმით, ვალის აღება არ უყვარს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იღებს ვალს, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება.

“არავითარ შემთხვევაში არ ვისესხებ ფულს გართობისთვის, დასასვენებლად, რესტორანში წასასვლელად. უნამუსობად მიმაჩნია, აიღო სესხი, წახვიდე რესტორანში, მოილხინო, თან სხვებიც დაპატიჟო ნასესხები ფულით. ყოველთვის ისე ვცხოვრობ, რისი საშუალებაც მაქვს…“,- აცხადებს  მაკა შალიკაშვილი.