ტექნიკური მთავრობა ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტის მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ. ეს არ არის, ბუნებრივია, ელჩის უფლებამოსილების სფერო და პრეროგატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის საელჩოს განცხადებას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა არადიპლომატიური განცხადება გააკეთა, რითაც უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს.
„უხერხულობა შეუქმნა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს. კარგია, რომ ეს უხერხულობა ამ განცხადებით გარკვეულწილად განეიტრალდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.