არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, სტატუსს ავრცელებს.
 
“არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
 
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მისი სურვილი იყო ბრიუსელიდან საფრანგენგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასული, რათა დაეცვა საქართველოს ინტერესები საერთაშორისოასპარეზზე, თუმცა, ამის შესაძლებლობა მას ქვეყნის მთავრობამ არ მისცა და ის სამშობლოში ბრუნდება.
 
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს არ აქვს ევროპული მომავლის გარდა სხვა ალტერნატივა და ეს შესაძლებლობა არ უნდა გადააყოლოს ქვეყანამ არავის, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს.