აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებულ მოწოდებებს.
“ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა სწორი პასუხია. ამ დროისთვის ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას”, – აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
ჯონ კირბის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად უნდა განიხილებოდეს ღაზაში დახმარების მისაღებად ჰუმანიტარული პაუზების დაწესება.