ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტების კრიტიკას პრემიერისადმი, რომელმაც სააკაშვილს მკვლელი უწოდა და იმ პირთა სიას აქვეყნებს, რომლებიც, მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა იმსხვერპლა.
„ჭუტას კანტორის გასაგონად, აქ დავწერ სიას, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა!!! სანდრო გირგვლიანი რომან სურმანიძე, შოთა გორგაძე და მარად ართმელიძე სულხან მოლაშვილი, ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი, სერგო თეთრაძე, აფრასიძეების ოჯახი, გიორგი გამცემლიძე, ოთარ გველუკაშვილი, ანტონ კეკულავა, დიკო ბარქაია, ზაზა ფანცქელაძე, ხვიჩა კვირიკაშვილი, ალექსანდრე გომაშვილი, მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია, სულხან ლომიძე, ვახტანგ მარგოშვილი, ვარლამ ნემსიწვერიძე, ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა, გიორგი თელია, ჯემალ ჩაფიძე, ალექსანდრე ხუბულოვი, გელა ცინდელიანი, როინ შავაძე, ზურაბ მანთაძე, გიორგი კრიალაშვილი“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.