ანტონიუ გუტერეში კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფდა.

გუტერეშის თქმით, „როდესაც საკვების ფასი იზრდება, ამის გადახდა ყველას უწევს“.

„შავი ზღვის ინიციატივის შეწყვეტით, მოწყვლადი ფენები გადაიხდიან უმაღლეს ფასს. როდესაც საკვების ფასი იზრდება, ამის გადახდა ყველას უწევს. ჩვენ უკვე ვხედავთ ნეგატიურ გავლენას ხორბლისა და სიმინდის გლობალურ ფასებზე, რაც ყველას ავნებს, მაგრამ ეს განსაკუთრებით დამღუპველია დაუცველი ქვეყნებისთვის, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ხალხის გამოსაკვებად“, – აცხადებს გუტერეში.