ახლა ჩემ მეიდნელა ჩემს ავლაბრელ, ხარფუხელ, ორთაჭალელ და სოლოლაკელ ძმებს მინდა მოგმართო”-ბესო დანელია

ახლა ჩემ მეიდნელ , ავლაბრელ , ხარფუხელ , ორთაჭალელ და სოლოლაკელ ძმებს მინდა მოგმართოთ . ვიცი აქ მყავხართ ყველა . ჩემო ქურთებო , ებრაელებო , იეზიდებო , სომხებო , აზერებო , ვიცი თქვენი ბიჭობაცა და ,, ,,პასტუპკებიც,, თქვენი და თქვენი წინაპრების თავდადება თბილისისთვის და ჩვენი ძმობისთვის . თქვენ იმ თბილისელი კაცების და ქალების შთამომავლები ხართ მეტეხის ხიდზე , რომ მივიდნენ და მართლმადიდებელ ქართველობასთან ერთად დადეს თავი აღა-მაჰმად-ხანის ხმალქვეშ , თქვენი ოჯახები საუკუნეებია არ-დანაბიჯებ ხატების მადლით ხარობენ ამ ქალაქში და უკუნისამდე გაიხარებენ სანამ თბილისი იარსებებს . ჩვენი შვილები ძმები არიან .და მათი შვილებიც ეგრე გააგრძელებენ ! თქვენი ავტორიტეტიც ვიცი , სიტყვის ძალაცა და ,,წონაც,, . პირადად ჩემს გამო და ჩვენი ძმობის გამო , ჩვენი თბილისის გამო , თითო ზარი გააკეთეთ ახლა აი ამ ჭინკებთან ჩვენ საქმეში , რომ გადაწყვიტეს ჩარევა და ქართველების სისხლში ხელის გასვრა და დანარჩენი ჩემზე უკეთესად იცით რა და როგორ ხდება ჩვენ ქალაქში . ერთნი ვართ და ვიქნებით ძმებო მუდამ . იმოქმედეთ

წერს ბესო დანელია სოციალურ ქსელში