“აფხაზეთში იზრდება მოხალისეების რიცხვი, რომლებიც უკრაინის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად რესპუბლიკას ტოვებენ”-ინალ არძინბა

აფხაზეთში მობილიზაცია გამოცხადებული არ არის, მაგრამ მოხალისეთა რიცხვი, რომლებიც ტოვებენ რესპუბლიკას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, მუდმივად იზრდება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, – განაცხადა მან.

არძინბას მტკიცებით, დონბასის „თავისუფლება“ აფხაზი მოხალისეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.