2026 წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საზეიმო თარიღზე სოციალურ ქსელში წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში და აღნიშნავს, რომ აშშ-ს 250 წლის განმავლობაში არასდროს შეუწყვეტია სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ – იმ იდეალებისკენ, რომელზეც ქვეყანა დაფუძნდა.
“ამერიკის შეერთებული შტატები 250 წლისაა!
დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან 4 ივლისს აღვნიშნავთ. 250 წლის განმავლობაში არასდროს შეგვიწყვეტია სწრაფვა იმ იდეალებისკენ, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დაფუძნდა: თავისუფლება და დემოკრატია.
ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე!”,- წერს საელჩო.

