4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულები – გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. შვიდივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

სხდომათა დარბაზში დააკავეს მანამდე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.

 

რაც შეეხება ასევე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, რომელიც განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, მას პატიმრობის ვადად სამი წელი განესაზღვრა. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება.

 

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. საერთო ჯამში, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.

 

აღნიშნულ საქმეზე დაკავებული 64 პირიდან 22-ს საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდა.