13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საყვარელი ადამიანის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ — მას სავარაუდოდ, რაღაც აწუხებს და თქვენთვის გამხელას ვერ ბედავს. თუ ნათესავებთან უთანხმოება გაქვთ, სიტუაციას კონფლიქტით ნუ გაამწვავებთ. ზოგჯერ ზედმეტი პრეტენზიებით და მუდმივი თვითკრიტიკით ცხოვრებას თავად ირთულებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თამასა დასწიოთ და გადაჭარბებულ ამბიციებზე უარი თქვათ.

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, სასურველია, რომ ხელგაშლილობა გამოიჩინოთ – ეს შინაგან კმაყოფილებას და სიამოვნებას მოგანიჭებთ. ფიზიკური მდგომარეობის მხრივ გარკვეული საფრთხე არსებობს, ამიტომ ჰოროსკოპი გირჩევთ, ხალხმრავალ წვეულებებს მოერიდოთ. დღის ბოლოს გზებზე მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ.

კურო

ინფორმაცია, რომელსაც უახლოეს 24 საათში გაიგებთ, პერსპექტივას მოკლებულია, ამიტომ, ეცადეთ, მალევე დაივიწყოთ. ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს მალე გაუმართლებთ – ვარსკვლავები სასიამოვნო ამბებს გპირდებიან. თქვენი შეუპოვრობის და ენერგიულობოს წყალობით თქვენი სოციალური სტატუსი გაუმჯობესდება, ავტორიტეტი კი როგორც სახლში, ისე სამსახურში განმტკიცდება.

ამ დღეს ვალის აღებას ან მიცემას არ გირჩევთ — მერკური არახელსაყრელ ფაზაშია, რაც ფინანსური გარიგებებისთვის შეუფერებელ პირობებს ქმნის. ყურადღება მიაქციეთ სასუნთქ სისტემას. მსუბუქი ვარჯიში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლოა, ახალი მეტოქე გამოგიჩნდეთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია.

ცხოვრების თანამედროვე რიტმთან აყოლა გიჭირთ და უფროსი დამატებითი ვალდებულებებით გტვირთავთ? ასეთ შემთხვევაში, საქმიანობის სფეროს შეცვლაზე უნდა დაფიქრდეთ. ამ დღეს თავი აარიდეთ ხელშეკრულების გაფორმებას, განსაკუთრებით – უცხო გარემოში და საეჭვო პირებთან. ეს დღე ყველა მიმართულებით წარმატებული იქნება. მხოლოდ ასაკოვანი ტყუპები შეიძლება წნევის ცვალებადობამ შეაწუხოს.

კირჩხიბი

ამ დღეს პირადი ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. თუ თქვენი მეუღლე ფიქრობს, რომ ზედმეტად ცივი ხართ და მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე ზრუნავთ, ეცადეთ საპირისპირო დაუმტკიცოთ. თუ გადაუდებელი საქმეები არ გაქვთ, დღევანდელი დღე დასვენებას დაუთმეთ. გახსოვდეთ, რომ ყველა, ვინც სიმართლეს გეუბნებათ, თქვენი მტერი არ არის. პირიქით, სარგებლის მისაღებად არაკეთილმოსურნეები უფრო ხშირად პირფერობენ.

ვარჯიშს ნუ დაივიწყებთ – ის არა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ, არამედ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაშიც დაგეხმარებათ.

ლომი

სასარგებლო ნაცნობობა შესაძლოა უფრო დიდ გრძნობაში გადაიზარდოს – ურთიერთობის განვითარება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. შორეული ნათესავის სტუმრობა მოულოდნელი იქნება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წინასწარ მოემზადოთ. მოვლენების სწრაფი ცვლა შესაძლოა ნერვიულობის მიზეზი გახდეს.

თუ ინტუიციას ენდობით, მომდევნო 24 საათში ბევრს მიაღწევთ. ამ დღეს მოსალოდნელია საგრძნობი მატერიალური შემოსავალი. იფიქრეთ იმაზე, რა დაგეხმარებათ განტვირთვაში – მედიტაცია, რელაქსაცია ან მასაჟი კარგი არჩევანია.

ქალწული

დაოჯახებული ქალწულების სიფრთხილე მართებთ – ამ დღეს მცირე ფლირტიც კი შეიძლება ღალატად იქნეს აღქმული, ამიტომ ოჯახურ კეთილდღეობას საფრთხეს ნუ შეუქმნით.

ამ დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო საქმისა და კოლეგების მიმართ პატიოსანი და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება იქნება — ეშმაკობის ნებისმიერ მცდელობას ხელმძღვანელობა უარყოფითად შეაფასებს. ამ დღეს იღბალი თან გდევთ, განსაკუთრებით წარმატებულია ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები.

სახიფათო პროფესიის წარმომადგენლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ – პლანეტების განლაგება საწარმოო ტრავმების გაზრდილ რისკზე მიუთითებს.

სასწორი

ამ პერიოდში რომანტიკულ პაემნებზე სიარულს არ გირჩევთ. მარსი ბობოქრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის ალბათობა მაღალია. ასევე გირჩევთ, შოპინგისგან თავი შეიკავოთ, თორემ ხელფასამდე უფულოდ დარჩებით.

სამსახურებრივ საქმიანობაში გარკვეული სირთულეებია – კოლეგამ შეიძლება ძველი წყენა გაგახსენოთ. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენებსა და ფინანსურ ინვესტიციებს. რისკი გაუმართლებელია და საკუთარი შეცდომების გამო თავადვე დაიტანჯებით.

არსებობს დეპრესიისა და მელანქოლიისკენ მიდრეკილება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცოტა ხნით განმარტოვდეთ და დამშვიდება სცადოთ.

მორიელი

ამ დღეს ირგვლივ ყველაფერი გაღიზიანებთ, მაგრამ ჯავრს უდანაშაულო ადამიანებზე ნუ იყრით. თუ დაგროვილ საოჯახო საქმეებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, პასუხისმგებლობები გადაინაწილეთ – საყოფაცხოვრებო საქმეებში წვლილი ოჯახის ყველა წევრმა უნდა შეიტანოს.

ამ დღეს მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება – გუნდური მუშაობით მეტს მიაღწევთ. დიდია ლატარიაში ფულის მოგების ან ფინანსური იღბლის შანსი.

ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, განსაკუთრებით თუ მაღალი წნევისკენ ხართ მიდრეკილი.

მშვილდოსანი

გირჩევთ, საოჯახო საქმეების ნაწილი საკუთარ თავზე აიღოთ და მეუღლეს მეტი ყურადღება დაუთმოთ – ეს ორივესთვის სასიამოვნო იქნება. უარი თქვით დაგეგმილ საქმეზე, რომელიც მოგზაურობას უკავშირდება. ჰოროსკოპი განიშნებთ, რომ გზაში სირთულეები გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხარჯები აკონტროლოთ, რადგან ბოლო დროს ფულს უსარგებლო ნივთებში ხარჯავთ.

ჯანმრთელობის მხრივ მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. წინ მშვიდი და გაწონასწორებული პერიოდი გელით. გამოიყენეთ ის თქვენი და თქვენი ახლობლების სასიკეთოდ.

თხის რქა

სიყვარულით სავსე ხართ და გსურთ, რომ სხვებსაც გაუზიაროთ. საკუთარ თავში იმ უნიკალურ თვისებებს აღმოაჩენთ, რომლებიც ასე მომხიბვლელს გხდით. რუტინამ რომ ურთიერთობა არ გააფუჭოს, ინიციატივა გამოიჩინეთ და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში არსებული გაუგებრობები მოაგვარეთ.

ამჟამად საქმიან პარტნიორებთან შეხვედრა და მოლაპარაკებები არასასურველია, სამაგიეროდ, ძველმა მეგობრებმა ან ნათესავებმა შესაძლოა, ღირებული რჩევა მოგცენ. ეკონომიკური მდგომარეობა არასტაბილურია. შეზღუდეთ კონტაქტები, ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ და ახალ საქმიან ნაცნობობას ნუ დაამყარებთ. დასვენებას ნუ დაივიწყებთ – ახლა ის ჰაერივით გჭირდებათ.

მერწყული

დიდი ცვლილებები ახლოვდება. დაფიქრდით, იქნებ დროა პირად ცხოვრებაში სიახლე შეიტანოთ? თუ სული დღესასწაულს ითხოვს, აუცილებლად დაუჯერეთ! თუ საქმიანობის სფეროს შეცვლას აპირებთ, მომავალ თვემდე მოიცადეთ – ახლა სამუშაოს სწრაფად პოვნა გაგიჭირდებათ.

ნუ მოაწერთ ხელს საეჭვო შეთანხმებებს და თავი შორს დაიჭირეთ უცნობი ადამიანებისგან. რთულ სიტუაციებში ინტუიციას ენდეთ – შინაგანი ხმა არ გიღალატებთ. დღევანდელი დღე ხელსაყრელია ახალი, სასარგებლო ჩვევების დასანერგად. იფიქრეთ ფიზიკურ აქტივობაზე, ჯანსაღ კვებასა და მედიტაციაზე.

თევზები

ვარსკვლავები სასიყვარულო ფრონტზე წარმატებას გპირდებიან, ასე რომ, დროა თავი მოიწესრიგოთ და სახლიდან გამოხვიდეთ. დღეს დაწყებული საქმე სტაბილურად განვითარდება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. სამსახურში მოსალოდნელია უთანხმოება, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსურ საკითხებში ნაკლები იაქტიუროთ.

ამ დღეს მხოლოდ სახლში მომზადებული საკვები მიირთვით – ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მაღაზიის ნახევარფაბრიკატებით მოწამვლის რისკი არსებობს.