აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.
რუკაზე საქართველო კვლავ პირველი დონის, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვის რეკომენდაცია ეძლევათ.
თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების მე-4 დონეა და ამ რეგიონებში გამგზავრება არ შეიძლება, რამდენადაც არის მაღალი რისკი კრიმინალის, სამოქალაქო არეულობის, ნაღმების. ამ რეგიონებში დგანან რუსეთის შეიარაღებული ძალები. რთულია ადმინისტრაციული საზღვრების იდენტიფიცირება, რის გამოც ამ ზონებში გადაადგილებას, შესაძლოა, დაკავება ან დაჯარიმება მოჰყვეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განახლებულ რუკაზე უსაფრთხოების სტატუსები შეცვლილია თურქეთის, ერაყის, საუდის არაბეთის და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

