პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, სტაბილურ სუნთქვაზეა ანუ სუნთქავს თავისით, დახმარების გარეშე, – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგმა, მარინა ფირცხალავამ ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მარინა ფირცხალავამ აღნიშნა, ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მაგრამ მონიტორინგს კვლავ საჭიროებს, თუმცა აქტიურია.
„კონტაქტში შემოდის კარგად, შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. რისკები მაინც საჭიროებს დაკვირვებას. პროგნოზის მხრივ, ვფიქრობ, რომ ლაზარეს მდგომარეობა იქნება კარგი და სავარაუდოდ მალე გაეწერება. მონიტორინგი გრძელდება ინტენსიურ განყოფილებაში. ნევროლოგიურ სტატუსს ჯერ კიდევ სჭირდება დაკვირვება. ვფიქრობ, ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანა, ამ მონაცემებით საჭირო არ არის“, – განაცხადა ექიმმა.