როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 ოქტომბერს ქუთაისში +24 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსია, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +27, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +21 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +25 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი. აქაც იწვიმებს.

გუდაურში დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +19, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გურჯაანში უმეტესად უნალექო დღე იქნება. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +28 გრადუსი და უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.