ალბათ, ჯობს, ქალბატონმა ხოშტარიამ თავის რუბლებს მიხედოს, რომლებიც იქიდან ერიცხება მას და მის ოჯახს, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ფაქტია, რომ მოცემული პერსონა ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკისად – მაქსიმუმ, პერსონაჟად. საზოგადოებას, მათ შორის ჩვენც – პოლიტიკოსებს, გვაინტერესებს პასუხი მთავარ კითხვაზე, რომელიც მას უკავშირდება – ვის ინტერესებს ატარებს ის საქართველოში? ვინც ფულს უხდის? როგორც ირკვევა, დაფინანსების 2 წყარო აქვს: ერთი – ოლიგარქი კეზერაშვილი და მეორე – რუსეთი. ეს არის ასახსნელი. ამიტომ, რას ფიქრობს ხოშტარია „ქართულ ოცნებაზე“ პრინციპში საინტერესო არ არის. მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი არის პროვოკაცია, რომ ქვეყანაში შეიქმნას დაძაბულობა, შფოთი, რაც არ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.