დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებისთანავე, მისი ვაჟი, პრინცი ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა.
მედიის ცნობით, ჩარლზს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ნებისმიერი სახელი მეფობისთვის, მაგალითად, მეფე ჯორჯ VI-ის ნამდვილი სახელი ალბერტი იყო.
ამ წელს, ჩარლზი უკვე ასრულებდა დედოფლის ზოგიერთ მოვალეობებს, რადგან ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა