საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.

 

ჩვენმა გუნდმა ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 12-8 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი გასულ ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს უნგრეთში დააფიქსირა, სადაც ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.