საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, რომლის ა ჯგუფის მატჩები თბილისში ტარდება, მესამე შეხვედრა გამართა.
ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 83-88 მოუგო. შეხვედრის ძირითადი დრო ანგარიში 68-68 დასრულდა. ორ ოვერტაიმში კი საქართველოს ნაკრები თურქეთზე ძლიერი აღმოჩნდა. ეს მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველი გამარჯვებაა. ჩვენ გუნდში საუკეთესო 20 ქულითა და 12 მოხსნით სანდრო მამუკელაშვილი იყო.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს, ბულგარეთთან გამართავს.