5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს გამოცდილება და ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები რეალობას შეუსაბამოთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მოსალოდნელია სერიოზული კამათი, რომელიც შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ დაგეგმილი საქმეები მშვიდად და აუღელვებლად აკეთოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ენერგიული მუშაობისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის. საქმიანი ურთიერთობები ახალ პროექტებს და ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ.

ტყუპები

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემას, თორემ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ივარჯიშეთ ან უბრალოდ ჰაერზე გაისეირნეთ. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება ოჯახში კონფლიქტები გამოიწვიოს.

კირჩხიბი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას და არავითარ შემთხვევაში გული არ გადაუშალოთ. სავარაუდოდ, ძველ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწევთ, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

ლომი

მოერიდეთ უფროსი თაობის ადამიანებთან კამათს, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა არაფერს მოგიტანთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ გირჩევთ, მენიუში ზედმეტად ცხიმიანი და ცხარე კერები შეზღუდოთ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, გირჩევთ საყვარელი ადამიანი სახლში დატოვოთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

ქალწული

საუკეთესო დღეა მივლინებისა და მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავაად იმისა, რომ ფინანსებს სწორად მართავთ, გამუდმებით ცდუნებებთან გამკლავება გიწევთ. შესაძლოა, დღეს მოგებიან ბიზნესში მონაწილეობა შემოგთავაზონ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ.

სასწორი

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას უხეშობას და პრეტენზიულობას მოერიდოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ დაწყებული საქმეები მშვიდად დაასრულოთ.

მორიელი

ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელშიც არაფერი გაგეგებათ. სასურველია, ამ დღეს მენიუდან ხორცი ამოიღოთ და ბოსტნეულით შეცვალოთ. ფრთხილად იყავით – იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებების და საგზაო შემთხვევების რისკი. გირჩევთ, ამ დღეს მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის – თქვენს თხოვნას ყურადღებით მოისმენენ და სავარაუდოდ, დააკმაყოფილებენ. ეცადეთ, პროფესიული პრობლემების მოგვარებას მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. მოულოდნელმა შემთხვევამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შეიძლება, ოჯახის წევრმა სახლში დაბრუნება დაგვიანოს და ამის გამო ბევრი ინერვიულოთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, დაურეკეთ და სტუმრად მოიწვიეთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

მერწყული

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, გირჩევთ ოჯახთან ერთად მოგზაურობაში გაემგზავროთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, თუმცა მისი შედეგი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება.

თევზები

გირჩევთ, მაცდურ შეთავაზებებს არ ენდოთ. თუ კუჭის ტკივილი გაწუხებთ, რამდენიმე დღით მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები გამორიცხეთ.