ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„მტკიცედ მჯერა, რომ მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების დრო არის ახლა. გაზის ფასზე ლიმიტი შეიძლება შემოთავაზებული იყოს ევროპულ დონეზე და ასევე არსებობს სამართლებრივი საფუძველი ევროპულ დონეზე მოგების დროებით შესაჩერებლად, როგორც საგანგებო ზომა არსებული კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირში ამ თემაზე სავარაუდოდ 9 სექტემბერს დაგეგმილ ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ.
ცოტა ხნის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაზის მარაგის 80 პროცენტით შევსება უკვე მოახერხა.