ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ ცეცხლი ტყის მასივს უკიდია, ტერიტორია კი შორს არის გასულ თვეში ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ადგილიდან.
უწყების ცნობით, ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე მაშველები. ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.